“სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში ამბოხებულების მხრიდან თავდასხმის შედეგად. თავდაცვის მინისტრმა ტელევიზიით განაცხადა, რომ სამხედროები ტერორისტების მიერ დანაღმული სატვირთო მანქანის აფეთქებას ემსხვერპლნენ.
2009 წლიდან ავღანეთში 22 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო სამხედრო ძალის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია ავღანეთში 1570 სამხედრო მოსამსახურით.
სატელევიზიო განცხადებაში ალასანიამ თქვა, რომ ყველა ის პირი ვინც ქართულ სამხედრო ბაზაზე შეიჭრა, ლიკვიდირებულია. მინისტრის განცხადებით, სამი დაღუპულის გარდა, 42-ე ბატალიონს ჰყავს რამდენიმე დაჭრილიც.
ამ უკანასკნელ თავდასხმამდე, ყველაზე სისხლიანი ინცინდეტი სამი წლის წინ მოხდა, როდესაც ნაღმზე ოთხი ქართველი ჯარისკაცი აფეთქდა, მათ შორის ერთი პოლკოვნიკი.
საქართველომ, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, თავის დროზე სამხედრო შენაერთები გაგზავნა კოსოვოში და ერაყში. ამ დროს მას სერიოზული პრობლემები აქვს საკუთარ საზღვრებთან დაკავშირებით. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რომლაბმაც დამოუკიდებლობა გამოაცხდეს, ხელს უშლიან საქართველოს ნატოში გაწევრიანებას”.