_ ასე აფასებს საფრანგეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.
“რა თქმა უნდა, ფრანგული ენის საკითხი განვიხილეთ, მაგრამ ასევე იყო ბევრი სხვა საინტერესო თემები, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობა საფრანგეთთან, რომელიც მეგობრული და სტრატეგიული მნიშვნელობისაა. განვიხილეთ, ასევე, საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ, ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების საკითხი. იყო ბევრი საინტერესო კითხვა, რომელიც დაუსვეს ელჩს ჩვენმა პარლამენტის წევრებმა და აპარატის წარმომადგენლებმა. კითხვები ეხებოდა კონკრეტულ საკითხებს, თანამშრომლობას მეცნიერების სფეროში, განათლების სფეროს, კულტურას, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისში ჩვენ შევეხეთ ქუთაისის თანამშრომლობას საფრანგეთის ქალაქებთან. იგეგმება ამ მხრივ საინტერესო პროგრამა. იყო საუბარი იუნესკოზე, შევეხეთ ბაგრატის ტაძრის პრობლემებს. ჩვენი კომიტეტი გააგრძელებთ ამ ტრადიციას და მომავალშიც გვეყოლება ძალიან საინტერესო, მაღალი რანგის სტუმრები,” _ განაცხადა ჯაფარიძემ