https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მაჟორიტარის ბიუროს ხარჯები და “უმისამართოდ” დატოვებული 11 590 ლარი

11:05; 14.05.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს განცხადებით 22 აპრილს მივმართეთ.

“გთხოვთ, მოგვაწოდოთ 2013 წლის 1 იანვრიდან დღეის მდგომარეობით, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის  ბიუროს ხარჯთაღრიცხვა. რამდენი ლარია სულ ჩამორიცხული და რაში განიკარგა თანხა. გთხოვთ, მიუთითოთ ყოველი თვე ინდივიდუალურად.”

პასუხი 8 მაისს მივიღეთ, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული წესის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ბიუროს ყოველთვიურად გამოეყოფა 5000 ლარი. ამასთან ოზურგეთის ბიუროში თანხები გაიხარჯა შემდეგნაირად:

იანვარი:  ხელფასები _ 1070 ლარი, სამეურნეო ხარჯები _ 200 ლარი; თებერვალი: ხელფასები  _ 1070 ლარი; მარტი : ხელფასები 1070 ლარი.

3 თვის ხარჯმა ჯამში 3410 ლარი შეადგინა. 2013 წლის 1 აპრილისთვის ბიუროს განკარგულებაში არსებული სახსრები შეადგენს 11 590 ლარს. წერილს ხელს საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე აწერს.

რამდენად ამომწურავია ზვიად კვაჭანტირაძის ეს პასუხი, ამაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე აღნიშნავს, რომ  ეს თავად კითხვის ავტორმა უნდა  განსაზღვროს.

“თუ პირს აინტერესებს  კონკრეტულად რაში დაიხარჯა სამეურნეო ხარჯისთვის გამოყოფილი თანხა,  მოთხოვნილ უნდა იქნას და შესაბამისად მიწოდებული შესყიდვის ანგარიშფაქტურების (ზედნადების ასლები);

წერილიდან ჩანს, რომ სამი თვის (2013 წლის იანვარი-მარტი) განმავლობაში ბიუროს შემოსავალს წარმოადგენდა 15 000 ლარი. 3 410 ლარი გახარჯულია ხელფასისა და სამეურნეო ხარჯისთვის. ბიუროს აქვს დარჩენილი 11 590 ლარი”.

რაში დაიხარჯა  11 590 ლარი, ამის პასუხი ოფიციალურ წერილში არ ჩანს.

რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე   ბიუროს მუშაობაზე  “გურია ნიუსთან“ საუბრობდა.

“დღემდე მუშაობდა  ორი ადამიანი, რომლებიც ვერ წვდებოდნენ  ბიუროში საქმიანობას. ლუკას უფრო ტექნიკური საქმეები ევალებოდა, მარინა მაინც თავის პარტიულ ინტერესს გამოჰყოფდა ხოლმე, რაც გარკვეულწილად დისკომფორტს ქმნიდა. ახლა გვეყოლება ბიუროს ახალი შემადგენლობა, არის რაღაცეები, რაც დასალაგებელია. ამ საფუძველზე ვაპირებ, გავაძლიერო საშტატო შემადგენლობა. იმ მანქანას, რომელიც გამგეობამ მათხოვა, შეიძლება ვთქვა, რომ 20 მეტრი არ გაუვლია დღემდე და დავაბრუნეთ,  აღარ არის ჩვენს ბალანსზე. ტექნიკას რაც შეეხება, სანამ ცენტრალიზებულად არ შეიძენს პარლამენტი, მანამ ჩვენ არ გვექნება. ბიურო არის იმისთვის, რომ იქ  შესული თითოეული სიტყვა ავტომატურად აღწევდეს ჩემამდე, რაც აქამდე ასე არ იყო,“ _ განაცხადა დეპუტატმა რამდენიმე დღის წინ.

ამის შესახებ თავის პოზიციას აფიქსირებენ ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი მარინე სუნგულია და თანამშრომელი ლუკა ბაბილოძე.

_ ქალბატონო მარინა,  აწვდიდით თუ არა დეპუტატს  ინფორმაციას ბიუროში შესული მოქალაქეების  განცხადებების შესახებ?   როგორც ყოფილი ხელმძღვანელი, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

_ ჩემდა საბედნიეროდ, არსებობს ელექტრონული ფოსტა, სადაც წაუშლელია ყოველდღიური ინფორმაციები, როდის რას ვაგზავნიდი და გეტყვით უფრო მეტს, _  არცერთ ინფორმაციას არასდროს დაუგვიანია. ის, რომ დეპუტატის ყურამდე რაიმე ინფორმაცია არ მიდიოდა,  არის აბსურდი და ტყუილი. ადამიანები, რომლებიც დაჟინებით ითხოვდნენ ბატონი ზვიადის ნახვას,  მას კი მოუცლელობის გამო, ხალხთან შეხვედრები ნაკლებად ჰქონდა, მე  ძალიან აქტიურად ვიყავი.

_ რატომ არ იყო დეპუტატი  თქვენი მუშაობით კმაყოფილი?

_ ბიუროში ვმუშაობდით მე და ლუკა ბაბილოძე. ჩვენ გვიწევდა კოლოსალური შრომა, ვერ გეტყვით, რა რაოდენობის ხალხი იდგა ჩვენს კართან. მართალია, ადამიანებს ვერ ეხმარები, მაგრამ მათ ხომ ყველას პასუხი უნდა გასცე? არ ვიცი,  რისთვის დასჭირდა დეპუტატს იმის თქმა, რომ ბიუროს მუშაობით  უკმაყოფილო იყო. მაშინ ერთხელ მაინც უნდა გამოეხატა ამის შესახებ  პოზიცია.  იყო ერთი შემთხვევა, რომელიც   ეხება ჩემი  მუშაობის ბოლო პერიოდს.  ბატონი ზვიადი კვაჭანტირაძე მწერს, რომ ის არის უკმაყოფილო ბიუროს მუშაობით.

_ რა მიზეხს ასახელებდა?

_ გეტყვით.  ბიურომ რომ სრულყოფილად იმუშაოს და სოფლებში გავიდეს, ამისთვის საჭიროა საწვავი, მანქანა, ასევე ტექნიკა, რომელიც არ გვქონდა   და ვიყავით ნათხოვარის იმედად.  ის ტექნიკა გაიტანეს და მუშაობის რეჟიმი წავიდა ძალიან ცუდად.  მიუხედავად ამისა, ბიუროში ხალხი მოდიოდა და ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებდით მუშაობას. არსებობს სია ადამიანებისა, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებოდით  რჩევით თუ სხვა მხრივ,  შეძლებისდაგვარად. თუ თქვენ ორ კაცსაც იპოვით, რომ ვინემ ჩემით უკმაყოფილოა, მე ბოდიშს მოვიხდი.

_ ქალბატონო მარინა, თქვენ ახსენეთ საწვავისა და მანქანის პრობლემები, ასევე ტექნიკის… რა ხდებოდა ხარჯებთან დაკავშირებით ბიუროში? ჩვენ მივიღეთ ოფიციალური წერილი დეპუტატისგან, სადაც ბატონი ზვიადი გვწერს, რომ ბიუროში გამოყოფილი 5000 ლარიდან ხელფასებში მიდიოდა 1070 ლარი, სხვა თანხებთან დაკავშირებით ფლობთ თუ არა ინფორმაციას?

_ 5000 ლარიდან ხელფასებში მიდიოდა ზუსტად 1070 ლარი, სხვა თანხაზე მე ვერაფერს  გეტყვით.  განკარგავდა ბატონი დეპუტატი.  მე არ ვიცი,  რისთვის იხარჯებოდა სხვა თანხა. მე თანხებთან არანაირი შეხება არ მქონია. არც დამიხარჯავს არცერთი თეთრი… ერთი მინდა დავამატო, თუ დეპუტატი ოთხ ადამიანს ასაქმებს ბიუროში სხვადასხვა მიმართულებით, მე ერთ ადამიანს რამდენი უნდა მექნა,  როცა ბიუროს გაცილებით მეტი დატვირთვა ჰქონდა? ეს იყო ერთადერთი დასაყრდენი, სადაც ხალხი ახალი მთავრობის სუნთქვას გრძნობდა.

_ ქალბატონო მარინა, თქვენ, როგორც ხელმძღვანელი, საქმის კურსში იქნებით, უამრავი მოქალაქის განცხადებაა შემოსული. რამდენია დაკმაყოფილებული?

_ ვერ გეტყვით რომ დეპუტატისგან არ გაეწია დახმარება მოქალაქეებს. ბევრის წერილი შეეხებოდა უკანონობას და ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებს, რომლებსაც ბატონი ზვიადი ამისამართებდა შესაბამის სამსახურებთან. ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხდებოდა. მაგალითად, დაფინანსდა პატარავას ოპერაცია… თუმცა, ძალიან ბევრი იყო ბატონ ზვიადთან პარლამენტში.

ლუკა ბაბილოძე: მე ვიყავი  დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი. მოვიდა დეპუტატის  ბიუროს ახალი ხელმძღვანელი  მურთაზ ფოცხიშვილი, რომელმაც განმიცხადა, რომ ბატონმა ზვიადმა გითხრა, განცხადება დაწერეო. მე გამიკვირდა, რატომ -მეთქი, ვკითხე. მივედი ზვიად კვაჭანტირაძესთან და ვუთხარი, რის საფუძველზე მათავისუფლებთდა. მან არგუმენტი ვერ წამომიყენა. აი, იკითხეთ თუ რამე დანაშაული მქონდა. რაღაც დარღვევა უნდა მქონოდა, რომ გავეთავისუფლებინე. ხელშეკრულების ვადა 28 ნოემბერს მთავრდებოდა. მე ვთვლი, რომ უსამართლოდ ვარ დათხოვილი. ბატონი კვაჭანტირაძე უკანონოდ მომექცა. არავინ არ გაითვალისწინა ჩემი პატიოსანი შრომა. ეს არის უსამართლობა.  მე მინდა, სხვა რამეზეც გავაკეთო კომენტარი. მანქანა, რომელიც ბიუროს ჰყავდა, გამგეობის იყო. როცა ჩვენ დავიწყეთ სამსახური, პირველი ორი თვე ვიყავით გამგეობის დაფინანსებაზე, გვქონდა საწვავიც და ყველაფერიც. შემდეგ, როცა პარლამენტის დაფინანსებაზე გადავედით, კი აფინანსებდა  პარლამენტი ბიუროს, მაგრამ  ამ ხნის მანძილზე, მე და ქალბატონი მარინე სუნგულია ჩვენი ხარჯებით, ჩვენს მიერ შეძენილ საწვავით ვემსახურებოდით ხალხს! აბსოლუტურად ყველაფერს ჩვენი ხარჯებით ვანაზღაურებდით.  ელემენტარულად,  ჩიპით დავრბოდით გამგეობის ოთახებში, როცა რაიმეს ქსეროქსი გვჭირდებოდა.  მე  მაინტერესებს,  სად არის სხვა თანხა? მე რატომ უნდა დამეხარჯა ჩემი ხელფასიდან რაიმესთვის ფული ან მე ან ქალბატონ მარინეს? მანქანის შეკეთებას, საწვავს და სხვა რამესაც საკუთარი ფულით ვანაზღაურებდით. ბიუროში არც კომპიუტერია, არც ქსეროქსი, არანაირი ტექნიკა არაა შეძენილი. გვაინტერესებს, სად წავიდა დანარჩენი თანხა?  თაბახის ფურცელსაც ჩვენ ვყიდულობდით!

_ აქამდე რატომ არ განაცხადეთ ამის შესახებ?

_მე უკვე სათქმელი ვთქვი…

_ თქვენი აზრით,  რატომ დაგითხოვეს ბიუროდან?

_ აღარ აწყობთ ძველი თანამშრომლის დარჩენა, იმიტომ, რომ სიმართლე ვიცით იმაზე, რაც ხდებოდა. ხალხს არ ექცეოდა  სათანადო ყურადღება  დეპუტატის მიერ. მე მინდა იმის თქმა, რომ  იქ ვერ ვიმუშავებ, აზრი არ აქვს რაიმეს გასაჩივრებას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ზურაბ ჯაფარიძე: "პრემიერ-მინისტრს საკუთარი გუნდის წევრები ატყუებენ"

საიას პასუხი ბიძინა ივანიშვილს

ყველა სიახლე

საზოგადოება

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა – „პარვუს ჯგუფის“ მილოცვა კოლეგებს, დარგის სპეციალისტებსა და მომავალ ენერგეტიკოსებს

20:39; 10.09.2026
21-ს ქვევით

96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

20:24; 10.09.2026
საზოგადოება

3.5 მილიონი ლარი ორი საბავშვო ბაღისთვის _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ახალი ტენდერი გამოცხადდა

19:53; 10.09.2026
საზოგადოება

სეს-მა აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში დარღვევები და არალეგალური საწარმო გამოავლინა

17:57; 10.09.2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10.09.2026
საზოგადოება

მელექედურის საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10.09.2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10.09.2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10.09.2026
სამართალი

დღეს ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:56; 10.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

11:40; 10.09.2026
საზოგადოება

საჭამიასერი _ სოფელი გზის, წყლისა და ახალი სკოლის მოლოდინში

10:35; 10.09.2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10.09.2026
საზოგადოება

სად შემცირდა და სად მოიმატა სოციალურად დაუცველთა რიცხვმა გურიაში

10:23; 10.09.2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო