ბერძენიშვილის განცხადებით ეს ჯერჯერობით აზრის გამოხატვაა მათი მხრიდან და არა რაიმეს გამორიცხვა. თუმცა, როგორც თავად ამბობს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც პრეტენზია აქვს სოლიდურობაზე არ უნდა ქონდეს არჩევნების შედეგების შიში.
_ “ჯერეჯრობით ეს არის აზრის გამოხატვა და მათ არაფერი გამოურიცხავთ. პარტია, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ის არის მთავარი ოპოზიციური ძალა, თუ ის ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას ეს იქნება კიდევ ერთხელ მათი უსუსურობის დადასტურება.
“ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხს განიხილავს ასე, გაყვნენ “მოქალაქეთა კავშირის“ გზას, გამოტოვონ არჩევნები იმისთვის, რომ ეშინიათ იმ კატასტროფული შედეგების, რომელიც წინ ელოდებათ ან შეეცადონ და მეორე-მესამე ადგილისთვის, სხვა პარტიებს გაუწიონ კონკურენცია. არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა არის შიშის სისუსტის დამადასტურებელი და ვერავის გადააბრალებენ ამას. მე მაინც მგონია, რომ ეს არის მათი მხრიდან წუწუნი თორემ სოლიდურობაზე პრეტენზიის მქონე პარტიას არ ეკადრება არჩევნების შიში“ _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა.