დეპარტამენტის უფროსის დავით სუჯაშვილის განცხადებით, კომისიას საკმაო მოცულობის ინფორმაცია მიაწოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საზღვარზე. სუჯაშვილის თქმით, მიწაყრილები მხოლოდ აფხაზეთის საზღვართან შეიმჩნევა და არა ცხინვალის, მათი დანიშნულება კი სასაზღვრო-საინჟინროა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა სრული ინფორმაცია მიაწოდა. კომისიას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ და კარგი იქნება თუ ასეთი შეხვედრები ხშირად ჩატარდება. მიწაყრილები არ ფიქსირდება ცხინვალის ტერიტორიის მიმართულებით _ ფიქსირდება მხოლოდ აფხაზეთის მიმართულებით. ეს ყრილები არ არის ახალი და სასაზღვრო-საინჟინრო ნაგებობების კომპლექსს წარმოადგენს. რუსები ქართულ მხარესთან საუბრისას აცხადებენ, რომ საზღვრის გადმოწევის სამუშაოებს ახორციელებენ 2006 წლის რუკის მიხედვით, თუმცა, მათ ეს რუკა ჩვენთვის არ წარმოუდგენიათ. არც ჩვენ გვაქვს ეს რუკები,” _ განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა დავით სუჯაშვილმა.