“საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იმ ლაბორატორიის გადაცემა, რომელსაც, სავარაუდოდ, სამხედრო დანიშნულება აქვს, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ეს ლაბორატორია აშშ-ს ეკუთვნის,” _ განაცხადა “როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ.
“დღეს საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულია აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების მძლავრი ლაბორატორია. როცა ჩვენს ვესაუბრეთ ამერიკელ კოლეგებს, ისინი ამბობდნენ რომ ამ ლაბორატორიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ახლა კი, ჩვენი განცხადებები შემდეგ, ეს ლაბორატორია კინაღამ გადასცეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს სიმართლეს,” _ თქვა ონიშჩენკომ და დაამატა, რომ აფრიკული ჭირის ვირუსი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ლაბორატორიიდან გავრცელდა რუსეთში.
ადრე, “როსპოტრებნადზორმა” გააკეთა განცხადება, რომ აუცილებელია პრინციპულად შეიცვალოს იმ პროდუქტების შემოწმების მეთოდები, რომლებიც საქართველოდა შედის რუსეთში. ეს ღონისძიება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოში მდებარეობს აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ლაბორატორია, რომელიც ბიოლოგიური იარაღის წარმოებისთვის გამოიყენება.”
იგივე განცხადება გააკეთეს რუსეთის დუმამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
საქართველოში აშშ-ს ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, აშშ-ს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საქმიანობა ღიაა და არ გააჩნია სამხედრო დანიშნულება.