და იმ უანგარო შრომას აღნიშნავს, რომელსაც ისინი ეწევიან მსოფლიოს ბუნებრივი და კულტურული ფასეულობების დასაცავად.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2011 წელს, ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის მცდელობის დროს რეინჯერი – დურსუნ სურმანიძე გარდაიცვალა. 2012 წელს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას, ბრაკონიერთა ჯგუფის უმოწყალო მსხვერპლი რეინჯერი მერაბ არევაძე გახდა.
დაცული ტერიტორიების სააგენტო პატივს მიაგებს მათ ხსოვნას და იმედოვნებს, რომ რეინჯერთა ღვაწლი დაცული ტერიტორიების დაცვისა და განვითარების საქმეში საზოგადოების მხრიდან ყოველთვის სათანადოდ აღიარებული და დაფასებული იქნება.