2013 წლის 7 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია სად-ის N14 დაწესებულების დირექტორის ყოფილი მოადგილე ივერი მიხეილის ძე გოგიბერიძე.
გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ივერი გოგიბერიძემ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ბრალდება, დადსტურების შემთხვევაში, 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.