მიუხედავად არაერთი სატელეფონო ზარისა, ჩვენ ვერ შევძელით დავკავშირებოდით ვერც მე-9 არხის გენერალურ დირექტორს ლუბა ელიაშვილს და ვერც საინფორმაციო სამსახურის უფროსს, იმედა დარსალიას. სატელეფონო ზარებს არც ჟურნალისტები პასუხობენ.
მეცხრე არხის წარმომადგენელი ბრიუსელში გიორგი ფოფხაძე “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ ის წინასწარ არავის გაუფრთხილებია და ამის შესახებ მან სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩატარდა თათბირი, სადაც ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ 10 თვის განმავლობაში ეძებდნენ მყიდველს, რომელიც არ გამოჩნდა. როგორც ამბობენ, ჟურნალისტებს ორი თვის კომპენსაციას გადაუხდიან.