მან მოსახლეობასთან, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც იმსჯელა და განაცხადა, რომ ე. წ. კოაბიტაცია მთავრობას და ყოფილ მმართველ გუნდს შორის არ შედგა. მისი განცხადებით, კოაბიტაცია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დასრულდება.
გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს კვლავ განაგრძობს იმერეთის მასშტაბით. დღესვე ის ტყიბულს ეწვევა და სოფელ ორპირში შეხვდება საკუთარ ამომრჩეველს.


































































