ადიდებული მდინარეები გზებზე გადმოვიდა. გურიის სამივე მუნიციპალიტეტში დატბორილია ყანები და სასოფლო გზები.
გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, შალვა ბოლქვაძის თქმით, ამ დროის მონაცემით, ურეკში, ორი სასტუმრო დააიტბორა.
_ ურეკში ორი სასტუმროა დატბორილი, ერთი სახლი. ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე და წვერმაღალაზე დაიტბორა ეზოები და სახლები. ჩვენი ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ახლაც ვაგრძელებთ მუშაობას, _ გვითხრა ბოლქვაძემ.
გურიაში ამ წუთებშიც გადაუღებლად წვიმს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული.