შეგახსენებთ, რომ ზუსტად ამ ადგილზე, რამდენიმე დღის წინ მოვარდნილმა ნიაღვარმა 6 ოჯახი დააზარალა და 35 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა:
– სტიქია თავპანტაში ისევ განმეორდა. იმ მაშტაბით არა, როგორიც წინა დღეებში, თუმცა, ზარალი ისევ გვაქვს. გაკეთებული გზა ჩამორეცხა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ჯინჭარაძემ.
გადაუღებელმა წვიმამ სოფელ ერკეთში სასოფლო გზები ჩამორეცხა:
_ საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. ამ ეტაპზე სხვა შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ გვაქს. ყველა სოფლის რწმუნებული მობილიზებულია და მუდმივი კონტაქტი გაქვს მოსახლეობასთან, _ აღნიშნა ჯინჭარაძემ.