საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ “საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოეყო 9 997 291 ლარი.
11 სექტემბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ სოფლის რწმუნებულებთან და სამსახურის უფროსებთან თათბირი ჩაატარა. 1, 4 და 5 სექტემბერს მიყენებული ზარალის რაოდენობა ინფრასტრუქტურის სამსახურმა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში დათვალა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გასახორციელებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისათვის 3 212 500 ლარი გამოიყო.
სტიქიამ 16-ვე ტერიტორიული ერთეული დააზარალა _ დანგრეულია ხიდები, შიდა გზები, მდინარის კალაპოტები, სასმელი წყლის სათავე ნაგებობები. მომავალი კვირიდან მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილების აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.
რაც შეეხება კერძო მესაკუთრეებს, დაზიანებული სახლების, ნათესი ფართობებისა და ნარგაობების სრულყოფილი მონაცემები შესაბამის სამინისტროს გადაეცემა.
“რამდენიმე დღეში, ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ფუნქციონირებას დაიწყებს საბავშვო ბაღები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ და ყველანაირი პირობა შევუქმნათ, რომ პროცესი გამართულად წარიმართოს. განათლების სამინისტროს მიერ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 7 სკოლის 10 კორპუსი რემონტდება, კვირის ბოლომდე დასრულდება სარემონტო სამუშაოები” , _ განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.