რადგან მათი რაოდენობა მცირეა და მოსახლეობის გადაადგილებას ვერ უზრუნველყოფს.
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის კოტე ლომიძის განცხადებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა ერთ ტრანსპორტს მოითხოვს, რომელიც მათ პირდაპირ გადაადგილებას უზრუნველყოფს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე. ლომიძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობის ამ პირობის დაკმაყოფილებას აპირებს: “ეს პრობლემა, რომელიმე მიკროავტობუსის გზის დაგრძელებით მოგვარდება და არა სხვა ტრანსპორტის დამატებით.”
მერის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს რომ ის მძღოლებსაც შეხვდება და მათთან ერთად იმსჯელებს ამ საკითხებზე.
სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ქუთაისში ახალი ხაზების გახსნა აპროტესტებენ, მოსახლეობა კი მათ დამატებას მოითხოვს.
გუშინ მერიის წინ აქცია N20 და N5 რეისებზე მოძრავი ავტობუსევის მძღოლებმა გამართეს.