ამ წუთებში საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველებისდიდი რაოდენობაა მობილიზებული აქ არიან “ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებისაქართველოს ეროვნული დროშებით,რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ ყოფილ პრემიერს.
რამდენიმე წუთის წინ, ვანო მერაბიშვილი ბადრაგის თანხლებით მოიყვანეს. მისი ადვოკატების გიორგი გელიხაურის და გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ისინი დღეს სასამართლოზე შუამდგომლობას დააყენებენ და დაელოდებიან მოსამართლის გადაწყვეტილებას. დღეს, ასევე, მხარეების მტკიცებულებების გაცვლა მოხდება.
რამდენიმე წუთის წინ, მერაბიშვილის მხარდამჭერებს კახეთის გუბერნატორ-რწმუნებული ზურაბ ჭიაბერაშვილი შეუერთდა.