_ ამის შესახებ პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
როგორც ილია მეორემ აღნიშნა, დღეს ხშირად საუბრობენ მოსახლეობის უმცირესობის უფლებების დაცვაზე, თუმცა, იშვიათად ფიქრობენ, რომ დაცვა უმრავლესობასაც სჭირდება.
უწმინდესმა ღვთის, ოჯახისა და სამშობლოსადმი პასუხისმგებლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
“ჩვენ ნაკლებად ვფიქრობთ პასუხისმგებლობაზე და ყურადღებას ვამახვილებთ უფლებებზე. უფლებები კარგია, საჭიროა და ისინი დაცული უნდა იყოს, მაგრამ ყოველმა ჩვენგანმა პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნოს. ძალიან ხშირად საუბრობენ მოსახლეობის უმცირესობის უფლებების დაცვაზე და იშვიათად ფიქრობენ, რომ უმრავლესობასაც უნდა დაცვა. ხშირ შემთხვევაში, უმრავლესობა უფრო დაჩაგრულია, ვიდრე – უმცირესობა”, _ ბრძანა უწმინდესმა.