_ ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, სტუდენტებო, მთელი გულით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
ყოველი ახალი სასწავლო წელი არის თქვენს ცხოვრებაში ახალი და კიდევ ერთი საინტერესო პერიოდის, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის დასაწყისი.
გამორჩეულად ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს პირველკლასელებსა და პირველკურსელებს – მათთვის ხომ დღევანდელი დღე სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია.
ვულოცავ ყველას, ვისთვისაც დღეს მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ვუსურვებ მათ დიდ წარმატებებს.
მინდა მივულოცო ეს დღე მშობლებს და ვუსურვო მათ იმედების გამართლება.
მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ჩვენ უკვე შევძელით გარკვეულწილად ხელი შეგვეწყო ჩვენს შვილებისათვის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში უკეთესი პირობების შექმნის თვალსაზრისით. ეს მხოლოდ ნაწილია და დასაწყისია იმ სასიკეთო ცვლილებებისა, რაც ჩვენ ჩვენი შვილების განათლებისთვის უნდა განვახორციელოთ. ჩვენ მათ უნდა მივცეთ ყველა საშუალება, უნდა შევუქმნათ ყველა პირობა, რათა ხარისხიანი განათლება მიიღონ, და ამაში ჩავდებთ მთელ ძალისხმევას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას და გისურვებთ, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს საინტერესო და წარმატებებით გამორჩეული, _ აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.