დღეს, 24 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიამ დეპუტატების ხმათა უმრავლესობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას მიერ წარმოდგენილი მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა:ვასილ ხორავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი; ავთანდილ ძაგანია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი; ქეთევან ბაკარაძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; დიმიტრი ჯაიანი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი; კონსტანტინე კუჭუხიძე – რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი; ლეილა გულედანი – განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი; მევლუდ ჯაჭვლიანი – ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი; დავით გვაძაბია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე ; იგორ კოპალიანი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე; ვალერი ბასარია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე;