ეს ცვლილება შედის კანონში “საგზაო მოძრაობის უსაფთხოების შესახებ”, რომელიც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
კომიტეტმა დღეს ასევე პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი “საგზაო მოძრაობის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტთა პაკეტი ითვალისწინებს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობების დახვეწას, ამასთან კანონს ემატება ქვეითთა მოძრაობასთან დაკავშირებული რეგულაციებიც, მათი საერთაშორისო კონვენციებთან და ევროპულ შეთანხმებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.