ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და წევრები, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან. ისინი კიდევ ერთხელ გაიხსენებენ 20 წლის წინ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს და პატივ მიაგებენ ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.
საღამოზე ნაჩვენები იქნება ვიდეო კლიპი, რომელიც აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ასახავს.
საღამო ნონა გიუნაშვილის ინსტალაციით “ქვიშით მოთხრობილი აფხაზეთის ომისა და მშვიდობის ისტორია“დასრულდება.