“პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სამარცხვინო კვლევა. მე ვთვლი, რომ “ენდიაის” საქართველოს ბიუროს უნდა ჰყოფნოდა იმდენი გონიერება, რომ მას შემდეგ რაც შარშან ამ დროს არჩევნებამდე დადო კვლევა 40 %-იანი ცდომილებით, როდესაც გვიმტკიცებდა რომ პირველ ადგილზეა “ნაციონალური მოძრაობა” 70%-ით, მეორეზე თარგამაძე 30%-ით და ბიძინა ივანიშვილი ლამის საერთოდ არ იყო ამ კვლევებში, ამ სამარცხვინო კვლევების შემდეგ, იგივე შეცდომა არ დაეშვა. ეს უკვე აღარ არის შეცდომა, ეს არის “ენდიაის” გამიზნული პოლიტიკა, რომ საზოგადოება წინასწარ შეაგუოს არჩევნების გაყალბებას. მათ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ არჩევნებს ვერ გააყალბებენ, რადგან მაშინ ტოტალურად უნდა გაყალბდეს არჩევნები, მარგველაშვილი პირველ ადგილზე რომ გავიდეს, ხოლო ბაქრაძე–მეორეზე. ტოტალურ გაყალბებას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს. მე მინდა გავაფრთხილო “ენდიაი” და დასავლური ინსტიტუტები, რომლებიც ცდილობენ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, გააცოცხლონ მათი მონა “ნაციონალური მოძრაობა” და ისევ მოასვან ისინი ქართველ ხალხს თავზე, რომ ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი. ამას ქართველი ხალხი არ მოითმენს და დასავლეთის მიმართ განწყობები ქვეყანაში რადიკალურად ნეგატივისკენ შეიცვლება. მე ვაფრთხილებ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ნუ აკეთებენ ამას.”_ განაცხადა ბურჯანაძემ.