“WAGNER”-ის ბრენდის ღუმელი LO28A 119 ლარის ნაცვლად მხოლოდ 49 ლარი ეღირება, ხოლო LO35B მოდელი 159 ლარის ნაცვლად 79 ლარად გაიყიდება. აქცია მხოლოდ შაბათ– კვირას გაიმართება და მარაგის ამოწურვამდე გაგრძელდება.
“კომპანია”ტექნო ბუმი” კვირაში ერთხელ მომხმარებელს საშუალება ექნება სხვადასხვა სახის ყველაზე მოთხოვნადი საყოფაცხოვრებო ტექნიკა განახევრებულ ფასად შეიძინოს და მიიღოს მაქსიმუმი”, – აცხადებენ “ტექნო ბუმში”.
გარდა ამისა, მენეჯმენტის ინფორმაციით, კომპანია მომხმარებელს კვლავაც ყველაზე დაბალი ფასის გარანტიას აძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნიკის შეძენიდან ერთი თვის ვადაში, სხვა მაღაზიათა ქსელში გამოცხადებული ფასდაკლების შემთხვევაშიც კი, აღმოჩენილ ფასის სხვაობას “ტექნო ბუმი” უკან დაგიბრუნებთ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ “ტექნო ბუმი” მომხმარებელს პროდუქციას ყოველთვის დიდი ფასდაკლებით სთავაზობს.
აქცია “ტექნო ბუმის” მაღაზიებში: თბილისში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისსა და ბათუმში იმოქმედებს. (R)