სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია თბილისსა და ქუთაისში ერთდროულად ჩაატარეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყარო“-ს და მისი აქტიური წევრები არიან. საგამოძიებო მოქმედებების დროს ასევე დადგინდა, რომ დაკავებულები ე.წ. „ქურდული გარჩევის“ გზით მოქალაქეებს სისტემატურად სძალავდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხებს.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).