როგორც “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია ამბობს, პეტიციის მომზადების გარდა, შესაძლოა, მშვიდობიანი ხასიათის აქციებიც დაიგეგმოს.
“შემდეგი სახის ღონისძიება ალბათ ეს იქნება მშვიდობიანი ხასიათის აქცია. ამ დროისთვის რაიმე კონკრეტული ღონისძიება დაგეგმილი არ არის, თუმცა თუ საზოგადოებაში ამის მოთხოვნილება და საჭიროება იქნება ამასაც გავაკეთებთ”, _ ამბობს ლომჯარია.
რაც შეეხება ონლაინ პეტიციას, ამ დროისთვის მასზე 200-მდე მოქალაქის ხელმოწერა არსებობს. პეტიციაზე ხელმოწერის დაფიქსირება ნებისმიერ მსურველს ონლაინ რეჟიმში შეუძლია .