აქციის დროს მოეწყობა რბოლა, მსვლელობა და საქველმოქმედო კონცერტი ღია ცის ქვეშ.
მარათონის მიზანს ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაცია წამროადგენს.
აქცია საქართველოში მერვედ იმართება. 2005 წლიდან, 3 წლის განმავლობაში, მარათონი ქ. ქუთაისში იმართებოდა, ხოლო 2009 წლიდან “საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად”, თბილისში დაფუძნდა.
აქციის მხარდამჭერები არიან USAID-ი, სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდი, ჯეი-ეს-აის ინსტიტუტი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ეროვნული სკრინინგ ცენტრი, თბილისის მერია, საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო, თენგიზ სუხიშვილის საქველმოქმედო ფონდი, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები, ბანკები, კერძო კომპანიები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.