საარჩევნო უბნები ქარველი ჯარისკაცებისთვის ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ და ამერიკულ ბაზებზე მოეწყო. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ხმა ორ საარჩევნო უბანზე – “ლეზერნიკსა” და “ერედვზე” მისცეს. საარჩევნო უბნების გარდა, არსებობდა ორი გადასატანი ყუთი. მათი გადატანა საარჩევნო კოდექსის თანახმად, დროულად მოხდა ბაზების “ფაიზელისა” და “პალაციოს” მიმართულებით. გადაადგილება განხორციელდა ჯავშანმანქანა “MRAP”-ისგან შემდგარი კონვოით. ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით, კოლონის უსაფრთხოებას ჰაერიდან საბრძოლო ვერტმფრენები იცავდნენ. საარჩევნო პროცესმა ბაზებზე მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
ავღანეთში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა 1500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. ავღანეთში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
დღეისათვის, ISAF-ის მისიაში, ჰელმანდის პროვინციაში, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი და ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ასრულებს.