მისი თქმით, გუშინ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციიდან შეატყობინეს, რომ მერაბიშვილი ავადაა. თუმცა, როგორც ადვოკატი აღნიშნავს მერაბიშვილის მდგომარეობა საგანგაშო არაა და მას უბრალოდ ვირუსი აქვს.
მერაბიშვილი-ჭიაბერშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს ქუთაისის საქალაქო სასამრთლოში რამდენიმე წუთში განახლდება. სავარაუდოდ 8 მოწმე დაიკითხება. ამჯერად მერაბიშვილის საქმის 2 ეპიზოდს – წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვისა და ე.წ. კვარიათის ეპიზოდებს განიხილავენ.
შეგახსნებეთ, რომ წინას სასამართლო ხდომაზე მერაბიშვილმა სსასამართლოს პროტესტი გამოუცხადა მიზეზად კი ბრალდების მიერ დაცვის მხარისთვის დასაკითხი მოწმეების სიის გადაუცემლობა დაასახელა. ამავე მიზეზით, სასმართლო პროცესის გადადებაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. თუმცა, ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო სხდომა 21 ოქტომბრისთვის გადადო.