შეხვედრაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობა. პროექტის ხელმძღვანელმა ფინანსთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის პროცესში ჩართულ ბენეფიციარებთან (ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებები, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტო) უკვე განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლოდ გასატარებელ ღონისძიებებზე.
პროექტის ხელმძღვანელმა ფინანსთა მინისტრს აგრეთვე მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის მიერ ბიუჯეტის მხარდამჭერი პროექტების შესახებ. მან მადლობა გადაუხდა ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს, სამინისტროს ხელმძღვანელობას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ევროკავშირს და პროექტის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისა და რეფორმის განხორციელების პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.