მსგავსი ფაქტები ხშირად ხდებოდა არჩევნების დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში _ მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის პლაკატები სანაგვე ურნებზე მიაკრეს.
ა.(ა).ი.პ. ოზურგეთის სერვისცენტრის დირექტორის, ვლადიმერ სალუქვაძის თქმით, ამ წუთებში ჭადრების ბაღში მიმდინარეობს დასუფთავება.
_ ეს არის პროვოკაცია და ჩვენ არაფერ შუაში ვართ. რა კომენტარი უნდა გავაკეთო ასეთ ქმედებებზე? _ გვითხრა ვლადიმერ სალუქვაძემ.