“სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებისთვის, მათი საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით შექმნილი იყო ორი სპეციალური ჯგუფი, რომლებმაც კენჭისყრა ჰელმანდის პროვინციაში ორ საარჩევნო უბანზე (#1 ლეზერნიკი, #2 ერედვი) ჩაატარეს. საარჩევნო უბნების გარდა, არსებობდა ორი გადასატანი ყუთი. მათი გადატანა, საარჩევნო კოდექსის თანახმად, დროულად მოხდა ბაზების – “ფაიზელისა” და “პალაციოს” მიმართულებით.
არჩევნებმა მშვიდ გარემოში, ექსცესების გარეშე ჩაიარა; ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს, საერთო არჩევნების დღის დასრულების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს,” _ ნათქვამია განცხადებაში.