როგორც ბაღათურია აცხდებს, საკმაოდ მკაფიო და უხეში შეკვეთა მოდის პრემიერისგან, როცა ამბობს, რომ მარგველაშვილი 70%-ით გაიმარჯვებს.
“ეს მოწოდებაა ყველა საჯარო მოხელისთვის და ისინი ამას იღებენ როგორც ვალდებულებას. გარდა ამისა, პრემიერი ამტკიცებს, რომ მეორე ადგილზე ბაქრაძე გავა. ეს ნიშნავს, რომ “ოცნება” ცდილობს მეორე ადგილზე გაათრიოს კრიმინალური ბანდა, ვითომდა როგორც ოპოზიციური პარტია. ეს აწყობს “ოცნებას”, რადგან ფსევდოოპოზიციური ნაციონალური პარტია საკმაოდ ადვილად მართვადი იქნება და ყოველ წუთს შეახსენებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს. თუ მოახერხებენ და ბაქრაძე ნამდვილად გავა მეორე ადგილას, ეს გამოიწვევს ქვეყანაში დაუსრულებელ კოჰაბიტაციას, ქვეყნის დესტაბილიზაციას და სააკაშვილის იმუნიტეტის გაგრძელებას.
“ალბათ უკვე პარასკევს გამოქვეყნდება კვლევის შედეგები, რომელ კვლევებსაც სხვადასხვა პარტიები ატარებენ და ამ მონაცემებით, მეორე ადგილზე გადის ბურჯანაძე. მე არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო და სხვებივით უკვე დადგენილ პროცენტებზე ვილაპარაკო, დაველოდოთ შედეგების გამოქვეყნებას.
“რეალურ ოპოზიციას ჰქონდა გამარჯვების რეალური შანსი თუ ერთიანი ფორმატი იქნებოდა, მაგრამ ვერ შედგა ერთობა. ახლა დროა ყველამ გაითავისოს, რომ არ შეიძლება ნაციონალების მეორე ადგილზე გასვლა, ეს გამოიწვევს სამართლიანობის აღდგენის პროცესის შეჩერებას. მერე ცესკოს იმ დოკუმენტით ისინი მოივლიან მსოფლიოს და იტყვიან, ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა და გვდევნიანო.
“თქვენ იცით, რომ “ქართული დასი” არ ჩარეულა არჩევნებში, არ გაგვიკეთებია არც ერთი მოწოდება, მაგრამ დღეს ეს გაფრთხილება ხელისუფლების მიმართ უნდა გაგვეჟღერებინა, რომ არ დავუშვებთ არჩენების გაყალბებას, არ დავუშვებთ ბაქრაძის მეორე ადგილას გასვლას. თუ ეს მაინც მოხდა, ჩვენ პროტესტის მშვიდობიან ფორმას მივმართავთ” _ განაცხადა ბაღათურიამ.