მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ნატანების რწმუნებულის ამირან ბაქანიძის ძმამ, ტიტე ბაქანიძემ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, ეთო კვაჭაძე დაიბარა და უთხრა, რომ მას თბილისიდან მიაწოდეს კარდაკარის შედეგები, სადაც მისი ოჯახი დაფიქსირდა და რომ მის ოჯახს არ დაუფიქსირებია თავისი პოზიაცია. ბაქანიძემ განუმარტა, რომ მას დავალებული აქვს იმ ხალხთან მუშაობა ვინც თავი შეიკავა, ასეთი კი 90 ოჯახია ნატანებში. დავით ბაქრაძის გურიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის პაატა მანჯგალაძის თქმით, მხოლოდ”რუსთავი-2″ ესწრებოდა შეხვედრას.
_ ბატონო პაატა, რატომ არ მოხვდნენ თქვენს ბრიფინგზე”გურია ნიუსის” ჟურნალისტები?
_ ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია და აუცილებელი იყო ოპერატიულობა ადამიანის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. არ გვიფიქრია, თუ რომელი მედიასაშუალება და რამდენი ესწრებოდა. შეგნებულად”გურია ნიუსი” არავის არ გამოუტოვებია.
_ თუმცა თქვენს მიერ გამართულ შეხვედრას”გურია ნიუსის” ჟურნალისტები არ ესწრებოდა და გვაინტერესებს, რატომ?
_ ესწრებოდა მხოლოდ”რუსთავი-2″.
_ რატომ მოხდა ასე?
_ არ ვიცი. ვერ გეტყვით ამის შესახებ. მე ვიფიქრე, თქვენთვის მნიშვნელოვანი მომხდარი ფაქტი იქნებოდა.
_ გასაგებია, მაგრამ პასუხს კონკრეტულად რატომ არ გვცემთ?
_ ახალ ინფორმაციას გეტყვით _ ეთო კვაჭაძეს მიუვარდნენ სახლში და მირჩევნია, ამის შესახებ დაწეროთ.
_ ვინ მიუვარდა?
_ ტიტე ბაქანიძე. მან უთხრა თეოს, რომ ამ ვიდეოზე ვიტყვი, რომ მონტაჟი არისო.