“ასევე, ამ საქმით დაკავებული არიან სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის თანამშრომლები, სოფო ჩხაიძე, ბაჩო მშვიდობაძე და პოლიციის უფროსის მოადგილის გია ბოლქვაძის შვილი 41 ნომრიანი მაისურებით შეინიშნებიან. ისინი დადიან ამომრჩეველთან და მიჰყავთ უბნებზე,” _ ამბობენ “გურია ნიუსთან“ ბურჯანაძის შტაბის წარომადგენლები.
მათივე ინფორმაციით, ამავე ოლქის #61 საარჩევნო უბანზე, ქვემო აკეთში, გადასატან ყუთს “ქართული ოცნების“ კომისიის ორი წევრი გაჰყვა, რაც საოლქოშიც დაფიქსირდა.
#61 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის ზვიად ნაკაიძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი შეიძლება ჩაითვალოს ტექნიკურ შეცდომად ან გამოძიების შემთხვევაში, შესაძლოა, მთელი კომისიის წევრთა ან ხელმძღვანელი პირების მიმართ ადმინისტრაციული სასჯელი განხორციელდეს.