“დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ბაჩო ახალაიას სურვილია იქნას შეწყალებული. უამრავი ადამიანი მეკითხება ამის შესახებ და ამიტომ მინდა დავაზუსტო ეს ინფორმაცია. პირადად ბაჩო წინააღმდეგია შეწყალების. მიუხედავად სამარცხვინო გამამტყუნებელი განაჩენისა, რომელიც გამოიტანა ხელისუფლებას და კრიმინალს დამონებულმა მოსამართლემ, თავს თვლის სრულიად უდანაშაულოდ, პირიქით მიაჩნია, რომ თანამებრძოლებთან ერთად სახელმწიფოს ერთ-ერთი გადამწყვეტი გამარჯვება მოუტანა კრიმინალთან ბრძოლაში. მას არ აშინებს მისი ოთხ კედელში გამოკეტვის ისტერიული მცდელობა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც საფუძველი შეურყიეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. არ სურს, ვინმემ ჩათვალოს, რომ უსამართლო პატიმრობა აშინებს. სამუდამოდ მას ვერავინ გამოკეტავს, მანამდე კი არავინ იფიქროს, რომ ხელებს ჩამოუშვებს და მშვიდად და უბრძოლველად შეეგუება ქვეყნის უკუსვლას.
“ამავე დროს, ჩვენ ოჯახის წევრები და მეგობრები ვთვლით, რომ გამომდინარე იქედან, რომ ბაჩოს მოეხსნა ყველაზე მძიმე ბრალდებები და 4 საქმეში გამართლდა, არ უნდა დავუშვათ ის რომ კანონიერი ქურდების მიერ გამოტანილი განაჩენი დარჩეს უპასუხოდ, არათუ მათ წინააღმდეგ მებრძოლი ყოფილი ძალოვანი მინისტრის, არამედ არცერთი მოქალაქის ბედს არ უნდა წყვეტდეს კრიმინალური სამყარო. ეს არ არის მხოლოდ ბაჩოს და ბაჩო ახალაიას პრობლემა, ეს არის სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ვთვლით, რომ გვაქვს მორალური უფლება ბაჩოს დედამ მიმართოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.
“თუმცა აქვე მინდა გაცნობოთ, რომ შეწყალების შემთხვევაში ბაჩო ვერ დატოვებს საპყრობილეს, ვინაიდან როდესაც ხელისუფლება გრძნობს ბაჩოს განთავისუფლების საფრთხეს სასწრაფოდ უყენებს მას ყოვლად სასაცილო და უსაფუძვლო ბრალდებას პრინციპით – მერე რა რომ თავს ვიმასხარავებთ და საბოლოო განაჩენი გამამართლებელი იქნება, სამაგიეროდ გარანტირებულად კიდევ რამდენიმე თვე ახალაია იჯდება ციხეში წინასწარ პატიმრობაში, ხოლო განაჩენის წინ წამოვა ისევ ახალი უსუსური ბრალი”, _ წერს ნადარეიშვილი “ფეისბუქის” გვერდზე.