საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს თარიღი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
წელს, დიპლომატის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში სადღესასწაულო მიღება 12 ნოემბერს გაიმართება. ქართველ დიპლომატების პროფესიული დღესასწაულის აღსანიშნავად სამინისტროში თბილისის სიმფონიური კვარტეტის კონცერტი და ლევან ცუცქირიძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.