_ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში “ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ასკურავა.
“კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფნის დროს ხდებოდა საჯარო სამსახურებში ხალხის მიღება, რაც იყო შეცდომა, მაგრამ მაშინ კვალიფიკაციას მაინც ვაქცევდით ყურადღებას. ახლა მიმდინარეობს შტატების მასობრივი დამატება _ ზოგი დეპუტატის ხათრით დაემატა, ზოგი _ გამგებლის სახელით და ასე შემდეგ. ზუსტად ციფრს ვერ დავასახელებ, მაგრამ შტატების მატება ნამდვილად ხდება. ჩვენს დროს ამ პროცესს მხოლოდ პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდნენ, თუმცა, ხალხს სამუშაო ადგილს ვერ ვთავაზობდით და ეს იყო დასაქმების ერთადერთი შანსი. რა ჰქვია ამას, რაც ახლა ხდება?
მაშინ თუ რამ ცუდი ხდებოდა, მაგის პასუხი იყო 1 ოქტომბერი, ხალხმა უთხრა “ნაციონალურ მოძრაობას”, ეს არ მომწონს და მიბრძანდიო. მეც ვიზიარებ ჩემ წილ პასუხისმგებლობას და ვზივარ აქ, ერთოთახიან შტაბში და ვცდილობ ხელახლა მოვიპოვო ამომრჩევლის ნდობა. თუ ჩვენ ვცდებოდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ უფრო უარესი გააკეთო,” _ ამბობს კახა ასკურავა “გურია ნიუსთან.”
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით გაირკვა, რომ მიმდინარე წელს, გამგეობამ ხელშეკრულებით 46 თანამშრომელი აიყვანა, რომელთა ხელფასი 100-დან 420 ლარამდე მერყეობს. გთავაზობთ მათ სიას:
დავით ბოლქვაძე, აპარატის სპეციალისტი _ 420 ლარი, პაატა ურუშაძე, აპარატის სპეციალისტი _ 320 ლარი, მამუკა ვადაჭკორია, აპარატის სპეციალისტი _ 320 ლარი, ირინა ხვედელიძე, აპარატის დამლაგებელი _ 250 ლარი, ვახტანგ თავდიშვილი, გამგეობის და ნიგოითის ადმინისტრაციული შენობის ელექტრიკოსი _ 420 ლარი, მიხეილ სადრუჟიანცი, ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი _ 320 ლარი, ოთარ ზენაიშვილი, შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი _ 320 ლარი, ირმა ხურციძე, სოციალური სამსახურის სპეციალისტი _ 320 ლარი, ნათია წილოსანი, სოციალური სამსახურის სპეციალისტი _ 320 ლარი, მზია რამიშვილი, კულტურის სამსახურის სპეციალისტი _ 320 ლარი, ნანი კერესელიძე, სამხედრო სამსახურის სპეციალისტი _ 370 ლარი, თემურ ზენაიშვილი, სამხედრო სამსახურის დარაჯი _ 130 ლარი, თენგიზ მჟავანაძე, სუფსის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი _ 400 ლარი, ნიკოლოზ იმნაძე, გვიმბალაურის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი _ 250 ლარი, ირმა კალანდაძე, აკეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი _ 250 ლარი, ნარგიზ ბარამიძე, გვიმბალაურის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი _ 250 ლარი, ავთანდილ სურმანიძე, ნიგვზიანის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი _ 250 ლარი, ზურაბ თავართქილაძე, ჩოჩხათის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი _ 250 ლარი, ნიკოლოზ კვირკველია, ქალაქ ლანჩხუთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი _ 420 ლარი, ლეილა გოგლიძე, ქალაქ ლანჩხუთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი _ 250 ლარი, თეიმურაზ ივანიკოვი, ქალაქ ლანჩხუთის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობის ელექტრიკოსი _ 250 ლარი, ალეკო ცინცაძე, შუხუთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი _ 250 ლარი, თეიმურაზ ჭანკვეტაძე, შუხუთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი _ 250 ლარი, ირმა ჩიბურდანიძე, ნიგოითის ტერიტორიული ორგანოს დამლაგებელი _ 150 ლარი, სპარტაკ კვაჭაძე, ჯურუყვეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი _ 250 ლარი, ტარიელ ურუშაძე, შენობის დარაჯი _ 100 ლარი, შალვა რამიშვილი, ქალაქ ლანჩხუთის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობის დარაჯი _ 100 ლარი, მარინა კუჭუხიძე, შენობის დამლაგებელი _ 70 ლარი, თენგიზ თარგამაძე, მუნიციპალური სტადიონის უსაფრთხოების მენეჯერი _ 450 ლარი, ავთანდილ შეწირული, მუნიციპალური სტადიონის დარაჯი _ 125 ლარი, ვასილ მაისურაძე, მუნიციპალური სტადიონის დარაჯი _ 125 ლარი, ამირან პატარაია, მუნიციპალური სტადიონის დარაჯი _ 125 ლარი, ოთარ ჩხაიძე, გრიგოლეთის ბაზის ქონების მმართველი _ 700 ლარი, კახა მოისწრაფიშვილი, მეხანძრე მაშველი _ 300 ლარი, გიორგი ჟღენტი, მეხანძრე მაშველი _ 300 ლარი, გიორგი მახარაძე, მეხანძრე მაშველი _ 300 ლარი, მამუკა რუსეიშვილი, მეხანძრე მაშველი _ 300 ლარი, სოფიო გოგეშვილი, ნიგოითის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი _ 500 ლარი, ირაკლი ხუხაშვილი, ნიგოითის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი 500 _ ლარი, ხათუნა ვადაჭკორია, ქალაქ ლანჩხუთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი _ 250 ლარი, ნატო გვარჯალაძე, სპეციალისტი (გრიგოლეთი) _ 300 ლარი, ამირან ცინცაძე (გრიგოლეთი) _ 300 ლარი, ზაზა ჩხაიძე _ მინდვრის მომვლელი, დარაჯი (გრიგოლეთი) _ 300 ლარი, ამირან პატარაია, დარაჯი (გრიგოლეთი) _ 150 ლარი, რევაზ ორმოცაძე, მინდვრის მომვლელი, დარაჯი (გრიგოლეთი) _ 300 ლარი, გია გოგეშვილი, სპეციალისტი, ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური ზედამხედველი _ 250 ლარი.
ჩვენ ამ თემაზე კომენტარი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, ზაზა ურუშაძეს ვთხოვეთ:
_ ეს ადამიანები წლის დასაწყისში იყვნენ აყვანილები ხელშეკრულებით და მათ არავითარი კავშირი არ აქვთ არჩევნებთან. ყველასთან ფორმდება ერთთვიანი ხელშეკრულება _ თუ დავინახავთ, რომ აღარაა ამა თუ იმ შტატის საჭიროება, ცხადია, ხელშეკრულებას აღარ გავაგრძელებთ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შტატების დამატება მხარდამჭერთა მოსამრავლებლად გვჭირდება, ძალიან ცდება, _ გვითხრა ურუშაძემ.
მისივე თქმით, მაგალითად, ქალაქში რწმუნებულს 6 მთავარი სპეციალისტი ჰყავს და ეს გამოიწვია იმ შრომატევადმა საქმემ, რომელსაც ხვნა-თესვის კამპანიის დროს ჰქონდა ადგილი: _ ლანჩხუთი, მართალია, არაა დიდი ქალაქი, მაგრამ ეს ექვსი მთავარი სპეციალისტი უბნების მიხედვითა არიან განაწილებულები, თან ხვნა-თესვის დროს აუცილებელი იყო კადრების დამატება, _ აღნიშნავს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის თქმით, ნაციონალების დროს ქალაქში რწმუნებულს 12 თანაშემწე ჰყავდა.