“ახალაიას მაგალითი იყო ფარული გარიგების ნათელი ილუსტრაცია “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის. ეს მასხარაობა, რაც სასამართლო პროცესზე მიდიოდა, ამის დასტური იყო. სასამართლოში წარდგენილი იყო ძალიან სუსტი ბრალდებები. სამი წარდგენილი ბრალდებიდან ორში გამართლდა, ერთ ბრალდებაში კი სამი წელი და ცხრა თვე მიუსაჯეს. სწორედ ამის შეწყალება მოახდინა სააკაშვილმა. დარჩა ერთი ბრალდება და ამაშიც ალბათ დაახლოებით ასეთ სასჯელს მიუსჯიან. კანონით 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვლება მსუბუქ დანაშაულად, სასჯელის ერთი მესამედის მოხდის შემდეგ შესაძლებელია შეეხოს ამნისტია და გამოვიდეს, ასე რომ შეიძლება წელიწადნახევარში ახალაია თავისუფლებაზე ვიხილოთ. მე არავისი პატიმრობაში ყოფნა არ მიხარია, მაგრამ რა მორალით უნდა დაიჭიროს ამ მთავრობამ ამ ყველაფრის შემდეგ ვინმე? სირცხვილია, ერთი კონსერვის ქილის ან პურის ქურდობისთვის 15 წლის მოზარდს 8 წელი მოისაჯო, ახალაიას კი ასეთი განაცენი გამოუტანო“.