“მე ერთგული ვარ დიდი ილიასი და მთლიანად ვიზიარებ მის სიტყვებს “მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი…”დღეს ქვეყანა გადადის მმართველობის ახალ მოდელზე – საპარლამენტო მმართველობაზე. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ მმართველობის საპრეზიდენტო მოდელმა არ გაამართლა. ახალ მოდელზე გადასვლა საკმაოდ რთული, პრობლემებით აღსავსე მომენტია და სწორედ ამიტომ დიდი როლი ენიჭება არა მარტო მთავრობის მობილიზებას, არამედ საზოგადოების აქტივობას და ჩართულობას. საჭიროა ვიყოთ ფხიზლად და ვექტორი არ გადაიხაროს ფარული ავტორიტარიზმისკენ, აი აქ ყველაზე მთავარია ჩვენი პრემიერი პოლიტიკიდან რეალურად წავიდეს, რადგან ამის სურვილი გამოთქვა და არა ფორმალურად”.
ექსპერტის განცხადებით ქვეყნის მმართველობის ახალ მოდელზე გადასვლისას და დღეს მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, ის ხედავს რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დალაგება, მნიშვნელოვანია რუსეთთან პირდაპირი დიალოგი, რადგან ეს არის ოსებთან და აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის წინაპირობა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშნელოვანია.
“დღეს ქვეყნის უმთავრესი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკის აღმავლობა. ეს კი რუსეთთან კეთილმეზობლური ნაბიჯების გარეშე ძნელად მისაღწევი იქნება”.