“2013 წლის 9 თვის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 1,7% შეადგინა, ცალკე 2013 წლის III კვარტლის საშუალო ზრდა 1,3% დაფიქსირდა, რაც კატასტროფულად 6% ნაკლებია 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2012წ.-7,3%). მხოლოდ სექტემბრის თვეს თუ შევადარებთ აქაც მშპ-ს ზრდის ტემპი არასახარბიელოა 1,7%, როდესაც 2012 წელს ეს მაჩვენებელი 6,8% შეადგენდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საშუალო რეალური ზრდის ტემპი 2,2% ვერ გადააჭარბებს და იმაზე დაბალი იქნება წლის ბოლოს ვიდრე სხვადასხვა საერთაშორისო ორნგანიზაციების მიერ არის პროგნოზირებული (2,5%, 3%).
მთავრობის მიერ გატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გავლენა იქონია ბიუჯეტის შესრულებაზე, კერძოდ:
2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით საგადასახადო შემოსავლები დაიგეგმა 6920 მლნ ლარის ოდენობით, ზრდა 2012 წელთან შედარებით 9,6% არის გათვალისწინებული (6 311მლნ ლარი), რაც ვერ შესრულდება. რადგან 10 თვის მდგომარეობით წლიური გეგმა შესრულებულია 73% (5061 მლნ ლარი), ორ თვეში 1859 მლნ. ლარის გადასახადების კუთხით მობილიზება საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით შეუსრულებელი ამოცანაა. გარდა ამისა დიდი საშიშროებაა გასული წლის ფაქტიც (6311 მლნ. ლარი) ვერ შეასრულოს სამინისტრომ, რადგან საშუალოდ დარჩენილ თვეებში 625 მლნ ლარის მობილზება ფაქტობრივი დინამიკის ფონზე ძნელად წარმოსადგენია.
2013 წლის ოქტომბერში მობილიზებული იქნა 479.5 მლნ. ლარი რაც გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 57.8 მლნ. ლარით ნაკლებია (537.3 მლნ. ლარი)“, – ნათქვამია განცხადებაში”, _ ნათქვამია განცხადებაში.