“ამ ხელისუფლების პირობებში კიდევ ვაწყდებით ისეთ პრობლემას როგორციაა ადვოკატთა ინსტიტუციონალური დევნა.რამდენიმე ჩვნი ადვოკატი თავის საქმიანობიდან გამომდინარე უკანონოდ დაიბარეს და დაკითხეს პოლიციასა და პროკურატურაში. მე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ისევ მიხდება ჩასვლა სხვადასხვა ქალაქებში და ჩვენი ადვოკატების უფლებების დაცვა. სამი კვირის წინ ადვოკატი ინგა კუპრავა პოლიციაში დაიბარეს და მხოლოდ იმიტომ დაკითხეს, რომ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმცია, რომ ადვოკატმა 1000 ლარი აიღო და აინტერესებდათ პროკურორს რამდენი მიუტანა. ეს არის საშინელი ფაქტი და ასოციაცია არ შეანელებს ბრძოლას ადვოკატთა პროფესიული დამოუკიდებლობის დასაცავად.”
გუშინ ადვოკატებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც დაესწრო.
“ჩვენ მივილტვით ისეთი ქვეყნისკენ და სახელმწიფოსკენ, სადაც გვეყოლებიან ძლიერი ადვოკატები, ძლიერი პროკურორები და დამოუკიდებელი მოსამათლე. ეს სამი კომპონენტია იმისათვის , რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო იყოს სამართლიანი და მართლმსაჯულება განხორციელდე”, _ აღნიშნა წულუკიანმა.