საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება 5 ნოემბერს ანუ ფარცხალაძის მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენამდე 3 დღით ადრე გაფორმდა.
ამ დროს ის ჯერ კიდევ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ახლადშეძენილი ბინა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში – ვერაზე მდებარეობს.
ჯანაშიას N28-ში კვადრატული მეტრი დაახლოებით 1300 დოლარი ღირს. ფარცხალაძის ბინა კი 150 კვადრატულია, რომლის საბაზრო ღირებულებაც დაახლოებით, 200 ათასი ამერიკული დოლარია.