“უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადაგიხადოთ თანამშრომლობისათვის, მინდა გითხრათ, რომ ჩემი გუბერნატორობის პერიოდში რეგიონში ძალიან ბევრი პროექტი წარმატებით განხორციელდა. მიხარია, რომ გურიის რეგიონს იმაზე უკეთესს ვტოვებ, ვიდრე ჩავიბარე”, _ განაცხადა ჩიტაიშვილმა შეხვედრაზე და მომავალ გუბერნატორს წარმატებები უსურვა.
“მე გულწრფელად ვუსურვებ ახლა გუბერნატორს წარმატებებს და ვრჩები იმ გუნდის წევრად, რომელთანაც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ერთად მოვდიოდით”.
ვალერი ჩიტაიშვილთან ერთად თანამდებობას მისი ერთ-ერთი მოადგილე პაატა მანჯგალაძეც დატოვებს.
თანამდებობებზე ამ ეტაპზე რჩებიან ჩიტაიშვილის ორი მოადგილე, ლელა თავართქილაძე და თამაზ მახარაძე.