შალვა ნათელაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და ლეიბორისტები ვერ შეეგუებიან “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალების” საერთო ხელისუფლებას.
ამასთან, ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ დღეიდან ისინი იწყებენ ბრძოლას პარლამენტის დასაშლელად და მოითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.
აქცია რამდენიმე წუთში დასრულდა, რადგან შალვა ნათელაშვილის თქმით, ის არ აპირებს უცხოელი სტუმრების შეწუხებას.