თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს საკითხი შესაძლოა პოლიტ საბჭომდე მივიდეს. ის ადასტურებს ფაქტს, რომ კოალიციის წევრებს შორის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
“კამათი ყოველთვის იყო თან საკმაოდ მწვავე. კამათიც არ ყოფილა საკითხის გარჩევა იყო. ვფიქრობ ამ ფაქტს არც შეიძლებოდა გამოეჟონა, მაგრამ რადგან ეგრე მოხდა, არ არის გამორიცხული, რომ საკითხი პოლიტსაბჭომდე მივიდეს. თუმცა, არც ის არ არის გამორიცხული, რომ ეს კამათი საერთო შეთანხმებით დამთავრდეს. დათოს მიმართ არის პრეტენზიები, მასაც აქვს თავისი მოსაზრებები. ვფიქრობ, ეს ნორმალური სიტუაციაა”, _ განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე შესაძლოა კოალიციიდან გარიცხონ და უმრავლესობის რიგებიც დაატოვებინონ.