ფანჯიკიძე ერთი წლის განმავლობაში საგარეო უწყებაში გატარებულ ცვლილებებსა და რეფორმებზე საუბრობს. ასევე, იმ ქვეყნებზე, რომლებთანაც დიპლომატიური კავშირების დამყარება მოხდა.
ფანჯიკიძე სოჭის ოლიმპიადის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
“სამ ქვეყანასთან დავამყარეთ ურთიერთობა, მიმდინარეობს მუშაობა ლათინური ამერიკის მხრივ დიპლომატიური ურთიერთობების გამყარებისთვის. იმ ქვეყნების რიცხვს, რომელთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონა ერთი გამოაკლდება, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭქვეშ დააყენა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
“რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ორი მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. მთავარი კი ამ ეტაპზე ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი რჩება. თუმცა, მე პირადად ამაზე დიდ იმედებს არ ვამყარებ. შემდეგი რაუნდი მოლაპარაკების დეკემბრის თვეში უნდა გაიმართოს. ვფიქრობთ, რომ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით რამე გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული, რაც რუსეთთან ურთიერთობის გამყარებას შეუწყობს ხელს”,_ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.