მისი თქმით, ეს საკითხი აუცილებლად პოლიტსაბჭოზე გადსაწყდება.
“ლორთქიფანიძის გარკვეული საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ეს აუცილებლად იქნება განხილული პოლიტსაბჭოს მომავალ სხდომაზე. არ არის გამორიცხული მისი პარტიიდან გარიცხვის საკითხიც დადგეს. საინტერესოა თვითონ რატომ აღნიშნავს იმას, რომ ამის შესახებ თითქოს არაფერი იცის. ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ და ასე არ დავტოვებთ”, _ აღნიშნა დავით საგანელიძემ.
ლორთქიფანიძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ამ ფაქტს მისი და დავით საგანელიძის დაპირისპირებას უკავშირებენ, თუმცა კონკრეტულად მოხდება თუ არა ლორთქიფანიძის კოალიციის რიგებიდან გარიცხვა, ჯერჯერობით უცნობია.