“პარლამენტში დასრულდა საქართველოს მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა. დღეიდან მთავრობა უკვე არის შექმნილი, თუმცა ახლა სიტყვა პრეზიდენტზეა და მან ორი დღის ვადაში უკვე ოფიციალურად თანამდებობაზე უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და შემდეგომ პრემიერ-მინისტრი დანიშნავს მინისტრებს, რომელსაც ნდობა პარლამენტმა გამოუცხადა. მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში რადგან ამით დასრულდა გარკვეული ციკლი, ეროვნულ დონეზე ხელისუფლების ფორმირების, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებით დაიწყო. ჩვენ გვყვას უკვე პარლამენტი, არჩეული პრეზიდენტი, ნდობა გამოცხადებული მთავრობა, წინ კი არის ძალიან დაძაბული შრომის სამი წელიწადი. მე პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობას ვუსურვებ, რომ ყოველი თვე, ყოველი წელი, ყოფილიყოს წარმატებების საწინდარი მათთვის”, _ აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.