“ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ველოდი, მაგრამ როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ წარდგენილი ვიყავი, ძალიან გამიხარდა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. ყოველგავრი ზედმეტი თავდაბლობის გარშე გეტყვით, რომ ის პერიოდი, რაც მე ყოფილი ხელისუფლების გვერდით ვიბრძოდი, თავი ნამდვილად არ შემირცხვენია. სადაც ვიყავი, ყველაფერს ვაკეთებდი საქმისთვის. ჩემთვის, როგორც “ნაციონალების” სახისთვის, ჯილდო არავის მოუცია. მე პარტიის წევრი ახლა ვარ, მანადე ჩინოვნიკი ვიყავი,” _ უთხრა “გურია ნიუსს” “ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კახა ასკურავამ.
ღირსების ორდენი ასევე გადაეცა ამავე პარტიის ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დიმიტრი კორიფაძეს.
“ღირსების ორდენი უკვე გადმომეცა. ჯილდოებს დამსახურების მიხედვით იძლევიან და ჩემი მუშაობის განმავლობაში ასე ჩათვალეს,” _ განუცხადა კორიფაძემ “გურია ნიუსს”.
რაც შეეხება “ნაცმოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ გოგოტიშვილს, მისი თქმით, მას არანაირი ორდენი არ მიუღია.
“ღირსების ორდენის გადმოცემას მილოცავენ, მაგრამ ჩემთვის ამ ეტაპზე არავის არაფერი არ გადმოუცია,” _ განაცხადა მიხეილ გოგოტიშვილმა.