მწარიაშვილი კოლექტივს უკვე დაემშვიდობა. მან მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს ერთად საქმიანობისათვის, წარმატებები უსურვა ქალაქის მომავალ პროკურორს და საქართველოს პროკურატურის ახალ ხელმძღვანელობას.
შეგახსენებთ, რომ მწარიაშვილი ამ თანამდებობაზე 2013 წლის 19 მარტს დაინიშნა და მან დავით კოჭლამაზაშვილი შეცვალა.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მწარიაშვილის წარდგენისას აღნიშნა, რომ “მას აქვს ის, რაც არ აქვს ბატონ დავითს, ის არის ქალი. ჩემი მიზანია, რომ პროკურატურის ორგანოებში დაწინაურდნენ ქალები”.
თბილისის პროკურორობამდე მწარიაშვილი მთავარ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილს ხელმძღვანელობდა.