როგორც “გურია ნიუსს” მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განუცხადა, ოფიციალური ინფორმაციის მიღებამდე შაყულაშვილის შესაძლო დანიშვნას ვერ დაადასტურებს.
“ჯერჯერობით არა მაქვს ინფორმაცია მიხეილ შაყულაშვილის თბილისის პროკურორად შესაძლო დანიშვნის შესახებ. ამიტომ, ამ ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. როდესაც ოფიაციალურად მივიღებ ამ ინფორმაციას, გაცნობებთ,” _ ამბობს პაიჭაძე.
მიხეილ შაყულაშვილი 2012 წლიდან დღემდე შიდა ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილედ მუშაობდა.
როგორც მთავარი პროკურატრის ვებ-გვერდზეა მითითებული 1998 შაყულაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნოების სპეციალობით დაამთავრა.
სამუშაო გამოცდილება:
გორის რაიონული პროკურატურა – რაიონული პროკურორი 2012 დღემდე;
ხაშურის რაიონული პროკურატურა – რაიონული პროკურორი 2009-2012;
მცხეთის რაიონული პროკურატურა – პროკურორის მოადგილე 2007 – 2009;
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა – შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი 07.2007 – 12.2007;
მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა – შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი 2006 – 2007;
მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა – საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი 2005 – 2006;
მცხეთის რაიონული პროკურატურა – გამომძიებელი 2004 – 2005;
თბილისის რეგიონული სამხედრო პროკურატურა – გამომძიებელი 2002-2003;
თბილისის რეგიონული სამხედრო – სტაჟიორ-გამომძიებელი 2001-2002;
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურორმა მაია მწარიაშვილმა გადადგომის მოთხოვნით მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს გუშინ მიმართა, დღეს კი მისი განცხადება დაკმაყოფილდა.